აკაკი ზოიძე - ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა, არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ბიუჯეტის პროექტის მიღება ჰქვია

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მომხდარს „დასანან ფაქტს“ უწოდებს.

"გუშინ ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა. მე არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ბიუჯეტის პროექტის მიღება ჰქვია. ახალი რეგლამენტით უკვე შესაძლებელი იქნება, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ ასეთი ტიპის გაცდენებზე. ჩვენ ამ პარლამენტში დეპუტატები გვყავს, რომლებიც მხოლოდ გახსნის დღეს ვნახეთ. არსებული რეგლამენტის მიხედვით, მათ შეუძლიათ, რომ ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზონ და შეუძლიათ გაცდენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტმა კვორუმის უქონლობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარა. უმრავლესობის მხრიდან რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს