მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ინტერპრესნიუსი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს

"ინტერპრესნიუსზე" არ შეინიშნებოდა არც დადებითი და არც უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯოლოგუამ განაცხადა, რომელმაც არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის 2016-2018 წლების ტენდენციებზე ისაუბრა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ონლაინ მედიაში არსებულ მდგომარეობაზეც.

"საკმაოდ ბევრი დადებითი ტენდენცია ჩანს ონლაინ მედიაში. უფრო და უფრო მცირდება პოლარიზება. ძალიან გაიზარდა ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის ხარისხი. როგორც ჩანს, ვებ-გვერდების დიდი ნაწილი ცდილობს დაიცვას ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტები და ხშირ შემთხვევაში ახერხებენ კიდეც ამას. ერთადერთ სერიოზულ გამოწვევად ქართულ ონლაინ მედიაში რჩება ის, რომ ძალიან ბევრი სარეკლამო სტატია იბეჭდება შესაბამისი მითითების გარეშე და მკითხველს არ ეძლევა საშუალება გაარჩიოს სარედაქციო ჟურნალისტური ნამუშევარი სარეკლამო სტატიებისგან", - განაცხადა გიორგი ჯოლოგუამ.

რაც შეეხება კონკრეტულად "ინტერპრესნიუსს", მისი თქმით, ipn.ge-ზე არ ჰქონდა ადგილი ჟურნალისტური სტანდარტების უხეშ დარღვევებს.

"ინტერპრესნიუსზე" არ შეინიშნებოდა არც დადებითი არც უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. არც ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევების შემთხვევები შეგვხვედრია "ინტერპრესნიუსზე". ერთადერთი, რაც ონლაინ მედიაზე მოგახსენეთ, "ინტერპრესნიუსზეც" ვრცელდება - გვხვდება ძალიან ბევრი სარეკლამო სტატია, რომელსაც ბევრი სხვა საიტისგან განსხვავებით აქვს მითითება, მაგრამ ისეთი მითითებაა, რომელიც შეიძლება ყველა მკითხველისთვის გასაგები არ იყოს", - განაცხადა გიორგი ჯოლოგუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს