სოფელ რუხში, ერთ-ერთ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ

ზუგდიდის სოფელ რუხში, „ატეკის" ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, სტიქიის დროს ქარმა მათ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა და მისი ბოლომდე შეკეთება ვერ მოხერხდა. აღნიშნულ შენობაში მცხოვრები სალომე ფაცია ამბობს, მათ აწვიმთ და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

კომპაქტურ ჩასახლებაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

„კომისია იყო მოსული და თქვეს, რომ ამის ნაწილობრივ შეკეთება არ გამოვა, მთლიანად არის სახურავი შესაცვლელი. შემდეგ დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ვერ მოასწრეს, წვიმა დაიწყო. ახლა ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მცირეწლოვანი ბავშვით ხელში დავდივართ ოთახიდან ოთახში, სად წავიდეთ, არ ვიცი", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი სალომე ფაცია.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და ვითარების შესასწავლად ჯგუფი უკვე გავიდა, რომელსაც მერის მოვალეობის შესრულებელი მაიზერ ნანავა ხელმძღვანელობს.

30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება. სტიქიამ რეგიონის მასშტაბით 698 საცხოვრებელ სახლს სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა სახურავი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს