ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალური ფორუმი მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ლიეტუვურ-ქართულ მუნიციპალიტეტთა ფორუმი პირველად ჩაატარა.

„თვითმმართველობის ფორუმი წელს პირველად ტარდება. ფორუმზე დეტალურად იქნება განხილული, რისი შესაძლებლობა არსებობს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ასევე, განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს თუ როგორი სახით შეგვიძლია არა მხოლოდ ვითანამშრომლოთ, არამედ გავიზიაროთ მათი წარმატებული მაგალითები“, -განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალური ფორუმის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება. არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და იდეების გაცვლა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ლიეტუვის მუნიციპალიტეტთა ასოციაციის წარმომადგენელი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.

ამასთან, უწყების ცნობით, დამსწრეებმა ქართულ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის, გამოწვევების და ხედვების შესახებ მოხსენება მოისმინეს. ასევე, მოხსენება ჩატარდა ევროკავშირის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე, ქართული მუნიციპალიტეტებისადმი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების, ენერგო-ეფექტურობისა და უნარების გაზრდის სფეროში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა