ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის ფინანსურ გვარდიას შორის თანამშრომლობა გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის საელჩოს საბაჟოს, გადასახადების, აქციზების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთა ატაშეს, იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის წარმომადგენელს, კლაუდიო რამპონის და კომერციულ ატაშეს, მასიმო მარიანის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორი ქვეყნის კოლეგა უწყების - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის ფორმატს და ძირითად მიმართულებებს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ - ერთი პრიორიტეტი საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ევროპული მიდგომების, საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებაა. უწყება მზად არის გააღრმაოს ურთიერთობები და გაააქტიუროს თანამშრომლობა იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიასთან.

შეხვედრაზე იტალიურმა მხარემ მზაობა გამოთქვა დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის და პროფესიული პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები, საგამოძიებო დეპარტამენტის და ადმინისტრაციის უფროსები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა