ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ქართული ოცნების“ პირობებში  ნორმალური ბიუჯეტის მიღება შეუძლებელია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია ნორმალური ბიუჯეტის მიღება, რადგან არ ხდება სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა.

„ქვეყანაში, სადაც მედიკამენტების ფასი არის მოქალაქეთა დიდი ნაწილის გაღარიბების წყარო, მთავრობა ვერ ახერხებს გამოყოფილი 10 მილიონიდან თუნდაც 2 მილიონის დახარჯვას, ეს არის ის დიაგნოზი, რაც ეხება როგორც 2018 წელს, ასევე 2019 წლის ბიუჯეტს და ნებისმიერ ბიუჯეტს „ქართული ოცნების“ პირობებში. ვიდრე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, შეუძლებელია ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური ბიუჯეტი ან ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა და გადაიჭრას ის ძირეული პრობლემა, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა“, –განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ბიუჯეტის დამტკიცების პრობლემაზე და განაცხადა, რომ კვორუმის არარსებობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო და არასერიოზული დამოკიდებულება ბიუჯეტის მიმართ.

კითხვაზე, „ევროპული საქართველო“ გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მისი დეპუტატები ხშირად არ დადიან პარლამენტში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ასე პასუხობს: „ევროპული საქართველო“ სრულად იღებს მონაწილეობას ყველა კომიტეტის და სესიის მუშაობაში, სადაც არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, ცალკეულ წევრებზე შეგვიძია ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ „ევროპული საქართველო“ სრულადაა ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა