ბაგა–ბაღების თანამშრომლები საახალწლოდ ხელფასის  80% -ის ოდენობის პრემიას მიიღებენ

თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების თანამშრომლები დეკემბრის თვის ბოლოს საახალწლო პრემიის სახით, დამატებით ხელფასის ოდენობის 80%–ს მიიღებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ამ მიზნით 3,4 მლნ ლარია გამოყოფილი.

„თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების თითოეული თანამშრომელი დეკემბრის თვის ხელფასთან ერთად დამატებით მათი შრომის ანაზღაურების 80%–ს მიიღებს, რაც საახალწლო ჯილდოს სახით გაიცემა. ამ მიზნით 3,4 მლნ ლარი გამოიყო. შესაბამისად, 10 ათასზე მეტი თანამშრომელი საახალწლო პრემიას ხელფასთან ერთად დეკემბრის თვის ბოლოს მიიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო