ემზარ კვიციანი - გუშინ ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა

ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ,- ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტში გუშინ მომხდარ ჩხუბის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარის პროვოცირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოახდინეს.

„ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან „ნაციონალები“, ხალხი, რომელიც აწამებდა და აუპატიურებდა, ამ ხალხთან ერთად გვიწევს ყოფნა, ეს კოჰაბიტაციის ბრალია. ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა, მას არ აძლევდნენ განცხადების გაკეთების საშუალებას, არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო გაწევ-გამოწევა, ეს არც პირველი ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება, ეს ქცევა ლამაზი არ არის. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია „ნაციონალების“ გასამართლებაზე და ყველაფერი გამოსწორდება. თქვენ, ჟურნალისტები და განსაკუთრებით მოღალატე „რუსთავი 2“ აცოცხლებთ „ნაციონალების“ სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე „რუსთავი 2“და ნიკა გვარამია" ,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

გუშინ პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან, რაც მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

იხილეთ ვიდეო: ემზარ კვიციანი - გუშინ ირმა ინაშვილი ძალიან სწორად მოიქცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა