გიორგი მარგველაშვილი -  ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ გამოდის  ინკვიზიციური აქტი - ასეთი შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე

ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურნენ და ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეხება. პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, დღეს ამ თემების განხილვა, რადგან ასეთი თემების განხილვა 90-იან წლებში ხდებოდა.

„ორი სიტყვით მოგახსენებთ ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე: პრეზიდენტს აქვს ორი ტიპის თანამშრომლებთან საქმე. პირველი არის ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი და სხვები, ვინც პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ. ესენი არიან ადამიანები, ვისაც პრეზიდენტი გამოყოფს თავისი შეხედულებების მიხედვით. მე მაინტერესებს ფიქრია ჩიხრაძემ მითხრას როგორ ხედავს პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომ არის პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი. ესენი არიან ადამიანები ვისაც ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ვნიშნავ. არის კიდევ 100 ადამიანამდე, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურის სტანდარტებიდან გამომდინარე და არ აქვთ შეხება პოლიტიკურ პრეფერენციებთან. ამის განმარტება, რომ მიხდება ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. ეს ის თემებია, რომელსაც 90-იან წლებში გავდიოდით, რომ სამინისტროს თანამშრომლები არ უნდა იცვლებოდნენ თუ მინისტრები იცვლებიან და ა.შ. ამის შემდეგ ამ მიმართულებით ჩაიდო ჩვენი პარტნიორების მილიონები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, ვინც დაიწყეს მუშაობა გამსახურდიას დროს და ასეთი ადამიანები საამაყო არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყებაა ყველა მიმართულებით. ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურნენ და ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო. წლები ემსახურები საქართველოს და უცებ გეუბნებიან, რომ ჩვენი ინკვიზიციური მენტალობით აღარ ხართ საჯარო სამსახურში. ასეთი შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე, რადგან ბუნებრივია მადლობლები უნდა ვიყოთ ამ ხალხის. ძნელია ამ ადამიანებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ეს შეურაცხყოფელია სახელმწიფოსთვის. ეს არც ერთ პოლიტიკურ თეორიასთან კავშირში არ არის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო