„თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ  მგზავრობის ტარიფის მომატება არ განიხილება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება მენეჯმენტის მიერ არ განიხილება.„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ დღის წესრიგში არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითიც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს“, – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალურ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა