გიორგი მარგველაშვილი - ივანიშვილთან მუშაობა მომწონდა, კარგი იქნება თუ პრემიერად დაბრუნდება, ამით როგორც ერთ სიმღერაშია - „დამთავრდება უხერხული ღიმილი“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება.

როგორც მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მასთან უცხოელ პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ საკითხი თუ ვინ მართავს ქვეყანას და რა სახელმწიფო მოწყობაა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები, რომელიც მმართველობასთან დაკავშირებით არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებით მოიხსნება.

„ამის თაობაზე, მე თავიდანვე ვსაუბრობდი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, რომ ადეკვატური იქნებოდა პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც მიაჩნიათ ერთმნიშვნელოვნად ლიდერად, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. რაც ახლა ხდება და რაც კითხვის ნიშანს ბადებს სახელმწიფოებრიობის მიმართ, გახდებოდა გასაგები. ჩემთან ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა თუ რა სახელმწიფო მოწყობა გვაქვს. იციან საპრეზიდენტო რესპუბლიკები, მონარქიები და ა.შ. თუმცა ეს მოწყობა არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ეს კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მიმართ. ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, ამით როგორც ერთ სიმღერაშია - „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. გარდა ამ ყველაფრისა, მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან მუშაობა ნამდვილად მომწონდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "დამთავრდება უხერხული ღიმილი" - გიორგი მარგველაშვილის აზრით, კარგი იქნება თუ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს