მელანია ტრამპი -  დონალდ ტრამპი მებრძოლია, ის ამერიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის ყოველდღიურად იბრძვის

ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველთვის არ ეთანხმება თავისი მეუღლის ტონს და მას რჩევებს აძლევს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი ყოველთვის თვითონ იღებს.

„მსურს უფრო მეტი დრო მქონდეს, რათა თვალი ვადევნო ახალ ამბებს, თუმცა ზუსტად ვიცი თუ რა ხდება. ჩემს მეუღლეს რჩევებს ვაძლევ და ჩემს მოსაზრებებს ვუზიარებ. ზოგჯერ ის ყურს მიგდებს, ზოგჯერ - არა. მის ტონს ზოგჯერ არ ვეთანხმები, თუმცა საბოლოო ჯამში თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. მან იცის თუ რა შედეგები მოჰყვება თავის გადაწყვეტილებებს. ის მებრძოლია. ის ამერიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის იბრძვის ყოველდღიურად“, - განაცხადა მელანია ტრამპმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ს პირველმა ლედიმ ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ის კვლავ გაიმარჯვებს.

„მე მას ვიცნობ, ვიცი თუ როგორ ამყარებს კონტაქტს ხალხთან“, - აღნიშნა მელანია ტრამპმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ რა გახდა მისთვის ყველაზე რთული მომენტი მას შემდეგ, რაც პირველი ლედი გახდა.

„ყველაზე რთული ის ოპორტუნისტები იყვნენ, დაწყებული მსახიობებიდან დამთავრებული ჟურნალისტებით, ვინც ჩემს ან ჩემი ოჯახის სახელს იყენებენ, რათა წინ წაიწიონ. ისინი ისტორიებს იგონებენ და ეს სწორი არ არის. მათ უყვართ ფოკუსირება ჭორებზე“, - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა