პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლილებების მიზეზად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, არსებული ბიუჯეტით დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდა 4.5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5.1%-ს მიაღწია. შესაბამისად, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5%-ს შეადგენს.

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად განისაზღვრა: რეალური ეკონომიკური ზრდა - 5.0%; მშპ-ს დეფლატორი - 4.5%; ინფლაცია - 3.0%; ნომინალური მშპ - 41 527,2 მლნ ლარი;

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 464.9 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 150.7 მლნ ლარით); სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 7.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 12 467.3 მლნ ლარით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია ცალკეული მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით. მისი თქმით, ყველაზე დიდი ცვლილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში შედის, სადაც დამტკიცებული გეგმა დაახლოებით 250 მლნ ლარით მცირდება.

“2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა