პროკურორი - მოწმემ დეტალურად მოყვა, როგორ შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს და როგორ გადასცა ნარკოტიკული საშუალება

მოწმემ დეტალურად მოყვა, თუ როგორ წავიდნენ თურქეთში, როგორ შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს და როგორ გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ზურგჩანთაში ედო, - აღნიშნულის შესახებ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის საქმის პროკურორმა, ირინე ჩოჩიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფო ბრალდებას გარდა დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებისა, საქმეში სხვა მტკიცებულებებიც მოეპოვება, რომელიც გიორგანაშვილის თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნას ადასტურებს.

„ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, მათ ჰქონდათ როლები განაწილებული, რაც შეეხება გიორგანაშვილის როლს, პირდაპირი მოწმე, რომელთანაც მას უშუალო კონტაქტი ჰქონდა, არის მოწმე, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა.

ასევე გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს გიორგი გიორგანაშვილის თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნას, ასევე საფრანგეთში. ჯაბა ხულორდავამ გამოძიებას მიუთითა, რომ სწორედ გიორგი გიორგანაშვილი შეხვდა თურქეთის ტერიტორიაზე. იმავე დღეს გიორგანაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებით გადაადგილდებოდა", - განაცხადა ჩოჩიამ.

ის არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მთავარმა მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. პროკურორის განმარტებით, ხულორდავასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებით კანონსაწინააღმდეგო არაფერი მომხდარა.

„მოწმე ჯაბა ხულორდავა ერთხელ არის დაკითხული და მან გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც დღეს სრულად დაადასტურა. მათ შორის, ის გარემოება, რომ ირაკლი ქორიძემ დააწყებინა მას მუშაობა კატასტროფის მედიცინის ცენტრში რეანომობილის მძღოლად, რისი მიზანიც იყო შენიღბული გზით მოეხდინათ ორგანიზება ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის. როცა ეს მისთვის ცნობილი გახდა, ეს სქემა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. კერძოდ, ის ნაწილი, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მას გიორგანაშვილი შეხვდებოდა და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

მოწმემ დეტალურად მოყვა, თუ როგორ წავიდნენ თურქეთში, როგორ შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს და როგორ გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ზურგჩანთაში ედო, ამოიღო „ცელოფნის პარკი“, რომელშიც მოთავსებული იყო ქილა, რომელშიც ეყარა აბები. სწორედ ამ ქილით არის ამოღებული შემდგომში ეს ნარკოტიკული საშუალებები რეანომობოლიდან.

საპროცესო შეთანხმება ნებისმიერ პირთან ფორმდება, რომელიც გამოთქვამს სურვილს, აღიარებს, ინანიებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ეს გარემოება, რომ პირთან, რომელიც დღეს სასამართლოში დაიკითხა, გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, რაიმე კანონსაწინააღმდეგოს არ გულისხმობს. მას საკმაოდ მკაცრი სასჯელი განესაზღვრა იმ ბრალდებისთვის, რაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი", - აცხადებს ჩოჩია.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა