ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს, ეს გარდაუვალია, რაც კანონში ცვლილების გარეშეც შესაძლებელია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის განხორციელება.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ კოლეგას ვთხოვეთ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ. გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება - გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად კანონპროექტი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ. ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც ჩვევიათ ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. კრიტიკას მივესალმებით, რადგან სწორი აზრი ყალიბდება. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზაცია გარდაუვალია და თითოეულ თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაცა ხელშეკრულებით დასაქმებული იქნება. მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორციელება, თუ დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებს, საჭირო არ არის ამ კანონის მიღება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო