მამუკა ბახტაძე ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

თურქეთში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ღრმად დამწუხრებული ვარ ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი საყვარელი ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას", - წერს მამუკა ბახტაძე "ტვიტერში".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო