გიორგი მარგველაშვილი - დღეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა დგას იმაზე, რომ ჩვენთვის მიუღებელია ოკუპაცია

დღეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა დგას იმაზე, რომ ჩვენთვის მიუღებელია ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ვერ იტყვის, რომ ქართული სახელმწიფო მმართველობის რომელიმე ეტაპზე, მათ შორის "ქართული ოცნების" მმართველობისას ამ თემას გულგრილად უყურებდა.

„არ მაქვს იმის თქმის უფლება, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ზურგი შეაქცია ოკუპაციის თემას. მეტიც, ჩვენ ორგანიზებულად ვაკეთებდით იმას, რაც ჩვენი დღის წესრიგია, რომ მუდმივად ავწიოთ ტემპერატურა, მოვითხოვოთ პარტნიორების მხარდაჭერა და ა.შ. ეს იყო კოორდინირებული, ეს იყო გაზიარებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე ჩვენ უნდა შევასუსტოთ მოთხოვნა იმაზე, რომ ოკუპაცია მიუღებელია, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის, მათ შორის, ერთმანეთის კრიტიკის ფორმით. ამაზე დგას ქართული სახელმწიფო დღეს. ამაზე დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, რომ ჩვენთვის მიუღებელია ოკუპაცია და ყოველ მომენტში ჩვენ ვიქნებით აღშფოთებულები და გამოვხატავთ ამ აღშფოთებას. თუ ცოტა მაინც ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის თავისი საქმე და არ გამოვხატავთ აღშფოთებას, იცოდეთ, რომ ეს არის წაგების დასაწყისი. მუდმივი აღშფოთება, მუდმივი შეუგუებლობა, მუდმივად მეტის მოთხოვნა, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ქართული სახელმწიფო მართველობის რომელიმე ეტაპზე, მათ შორის "ქართული ოცნების" მმართველობის ეტაპზე ამ თემას გულგრილად უყურებდა. ასეთი პრეცედენტი მე არ შემხვედრია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო