გრიგორი კარასინი - იმედი გვქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა

საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმედი გვქონდა, რომ არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შეიცვლებოდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია კვლავ დგას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პრინციპებზე, რუსეთს ოკუპაციაში ადანაშაულებს და თითქოს რუსეთი არ ასრულებს 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

იხილეთ ვიდეო: კარასინი: "იმედები არჩევნების შემდეგ თბილისიდან მტრული რიტორიკის შემცირებაზე სრულებით გაგვიცრუვდა"

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის