ირაკლი კობახიძე -  მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ცდილობს „კუდი მოიქნიოს“ - ეს არ არის ღირსეული საქციელი

გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება და ბოლო დღეებში ცდილობს რაღაცნაირად თავისი შეხედულებით „კუდი მოიქნიოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, მან არ იცის გიორგი მარგველაშვილი რას გულისხმობს პორტირებულებში.

„მე არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რას გულისხმობს პრეზიდენტი არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამის ამოწურვის ბოლო დღეებში ცდილობს რაღაცნაირად თავისი შეხედულებით „კუდი მოიქნიოს“. ეს არ არის ღირსეული საქციელი“,–განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

„ვხედავთ, რომ არიან "ქართულ ოცნებაში" პორტირებული "ნაციონალები", არიან ექსპორტირებული "ნაციონალები” - "ევროპული საქართველო" და ჭეშმარიტი "ნაციონალები", რომლებიც არიან "ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მარგველაშვილის შეფასებით, „ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, "ჭეშმარიტებმა" რა დააშავეს და ამას ვუყურებთ, როგორც პოლიტიკურ დებატებს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა