მიხეილ სააკაშვილი - მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა

ერთადერთი, რითიც გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს „ერთ დიდ გაუგებრობად“ აფასებს.

„სინამდვილეში, მისი პრეზიდენტობა ერთი დიდი გაუგებრობა იყო იმიტომ, რომ ერთადერთი, რითიც ამ კაცმა ხალხს თავი დაამახსოვრა, არის ის, რომ შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, იღებდა ხელფასს იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მე საქართველოს დავუტოვე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა-კვალი მე გავუკაფე და მოქალაქეობა ჩამომართვა. ერთადერთი, რითიც ის ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუკი მის გაკეთებულს რამე სხვას გაიხსენებთ, რასაც შეიძლება ისტორიაში ადგილი დაეთმოს, თქვენთვის მომინდია.

სინამდვილეში, დაკარგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 წელიწადი, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. არამგონია, წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა - მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილზე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა