საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დონორ ორგანიზაციებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ ატაშეებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოში მომუშავე საელჩოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე საქართველოში მომუშავე ყველა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის ჩატარების მთავარი მიზანი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტრატეგიული პრიორიტეტების, ინიციატივებისა და პერსპექტივების წარმოდგენა იყო. ასევე, პოტენციურ დონორებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოების წარმომადგენლებს წარუდგინა რამდენიმე ძირითადი მიმართულება და მათთან დაკავშირებული ინიციატივები და პროექტები. ასეთი მიმართულებებია, მაგალითად, პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობა (დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო და სხვა აქტივობები), სექტორული ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება, სერვისის „მოიძიე პარტნიორი“ განვითარება, რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ტრენინგები მეწარმეთათვის და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე ცნობადობის ამაღლება (DCFTA საინფორმაციო ცენტრი), სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის განახლებული ოფისის და მისი რეგიონული ბიზნეს-ჰაბის ფუნქციით დატვირთვის პერსპექტივა, დროებითი განბაჟების დოკუმენტის, „ატა წიგნაკის“ გაცემის მომსახურების დანერგვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა