კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის დახმარების პროექტი 6 თვით გაგრძელდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის დახმარების პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ და პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა - აურელიო ლა ტორემ გახსნეს.

კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას გაჟღერდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის გადაწყვეტილება, რომელიც სააგენტოში მიმდინარე პროექტის დამატებით 6 თვიან გაგრძელებას გულისხმობს.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების დროულად განხორციელებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დამატებითი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე.

სხდომას, სააგენტოს წარმომადგენლებთან და პროექტის ექსპერტებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელი ბელგიური კომპანიის „Business and Strategies Europe” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა