გიორგი მარგველაშვილი - არ შეიძლება 6 წელიწადი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომარეობაში

არ შეიძლება 6 წელი ერთი და იმავე რამეს იმეორებდე, 6 წელიწადი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომარეობაში და ამადლიდე იმას, რაც მან გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 2016 წელს "ქართულმა ოცნებამ" ცეცხლი გაუხსნა იმ პარტიებს, რომლებიც კოალიციიდან წავიდნენ.

„ქართულმა ოცნებამ" დაუშვა იგივე შეცდომა, რა შეცდომაც დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ". ხშირად ეს გასაგებიცაა, რადგან ბევრი იმ იდეოლოგიის ხალხია "ქართულ ოცნებაში". დაუშვა ის შეცდომა, რაც დრამატული იყო და მნიშვნელოვანი 2016 წელს. როდესაც 2016 წელს კოალიცია დაიშალა, მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები წარმოადგენდნენ ძალიან საინტერესო რესურსს, იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებასთან" გაუცხოვებული ხმების მიბმა შეძლებოდათ. "ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლიდან სტაბილურად ჰქონდა 350 ათასიდან 500 ათასამდე ხმა, მაგრამ ბუნებრივად ჩნდებოდა "ქართულ ოცნებასთან" გაუცხოვებული ამომრჩევლის რესურსიც. ეს ამომრჩეველი იდეაში უნდა დაშლილიყო და წასულიყო იმ პარტიებისკენ, რომელიც იდეაში "ნაციონალური მოძრაობა" არ იყო. ამით ხმებს დაკარგავდა "ქართული ოცნება", მაგრამ შეიქმნებოდა ბუფერი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, 2016 წელს, "ქართულმა ოცნებამ" მთავარი ცეცხლი გაუხსნა კოალიციიდან წასულ პარტიებს.

„ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც "ქართული ოცნების" სახე იყვნენ 2012 წელს და სერიოზული წარსულის ბეგრაუნდი ჰქონდათ, ეს ადამიანები მოხსნეს პოლიტიკური სპექტრიდან, რომ "ქართული ოცნების" ხმები არ წაეღოთ და კლიშედ გამოიყენეს შემდეგი -ან "ნაციონალური მოძრაობა" ან ჩვენ და 6 წლის განმავლობაში ახსენებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებს. არ შეიძლება 6 წელი ერთი და იმავე რამეს იმეორებდე, 6 წელიწადი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომარეობაში. არ შეიძლება, 6 წელიწადი ამადლიდე შენს ამომრჩეველს იმას, რაც მან გააკეთა. და ბოლოს, ეს ამომრჩეველი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მიმატებოდა და 500 ათასს იქეთ არ უნდა წასულიყო, მაგრამ 800 ათასს მიაღწია. ეს 300 ათასი საიდან არის მოსული, ამაშია საქმე. შესაბამისად, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ვითარება, მაშინ, როდესაც შენ ჩაჭერი ბუფერი და მესამე ძალის შესაძლებლობა, და ამით უზრუნველყავი ის, რომ ვისაც დაუპირისპირდი ის გააძლიერე. ამან განაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ პოლიტიკური სპექტრის გაძლიერება. 2016 წელს დაშვებული იდეოლოგიური შეცდომა, რომ ქართველ ხალხს ვამყოფებთ შანტაჟში, ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ წმინდა გიორგები და ქართველი ხალხი, თაობები მუდმივად თურმე ამ ადამიანების მადლიერი უნდა იყვნენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოუშვებენ, ეს კლიშე დაინგრა. ამიტომ არ მგონია, რომ დღეს ჩამოყალიბდეს მესამე ძალა. მესამე ძალა ასე არ ყალიბდება იდეოლოგიურად და ეს ორპოლუსიანობა ოპოზიციის მხარეს იზრდება",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "არ შეიძლება 6 წელიწადი ამადლიდე შენს ამომრჩეველს ის, რა მან გააკეთა" - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებაზე"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა