ჯონდი ბაღათურია - ქართული მიწის გამყიდველი მოსამართლეების ფოტოები დაიბეჭდება პლაკატებად და მთელს საქართველოში გავრცელდება

„ქართული დასი" საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ექვსი მოსამართლის ქონებით დაინტერესდება, რომლებმაც 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის შესახებ არსებული მორატორიუმი შეაჩერეს, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ იუსტიციის სახლთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგის მონაწილეებმა: „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, „ქართული იდეის" თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ და სხვებმა იუსტიციის სახლთან ბანერი მიიტანეს წარწერით - "ქართული მიწის გამყიდველები!".

მასზე ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ექვსი მოსამართლის ფოტოებია აღბეჭდილი, რომლებმაც 7 დეკემბერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისების შესახებ არსებული მორატორიუმი გააუქმეს. კერძოდ, ბანერზე გამოსახულია მოსამართლეების: ზაზა თევზაძის, თეიმურაზ ტუღუშის, თამაზ ცაბუტაშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილისა და ირინა იმერლიშვილის ფოტოები.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა მედიას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სულ 9 მოსამართლისგან შედგება და დანარჩენი სამი მოსამართლის პოზიციითაც დაინტერესდნენ.

ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, „ქართული მიწის გამყიდველი მოსამართლეთა ფოტოები დაიბეჭდება პლაკატებად და მთელს საქართველოში გავრცელდება“.

„გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ვაპატიოთ ქართული მიწისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამყიდველ ჩინოვნიკებს და აღდგება ქართული დასის პროექტი "ანტიკორუფციული რვაფეხა", რომლის ფარგლებშიც დავინტერესდებით ამ ექვსი მოსამართლის პირადი ქონებით, ბიზნესებით და მათი კორუფციული საქმიანობით. მათ დაემატება კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც კორუფციული გარიგება აწარმოეს ამ მოსამართლებთან. როდესაც გვექნება არგუმენტები, ამას მედიას აუცილებლად გადმოგცემთ", - განაცხადა ბაღათურიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა