87-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

87-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები სკოლის დერეფანში ჭიდაობდნენ, რაც სკოლის მანდატურმა ჩხუბად აღიქვა და ადგილზე პატრული გამოიძახა. როგორც ცნობილია, ინციდენტში მონაწილე პირები მეგობრები არიან, თუმცა ისინი მაინც გადაყვანილნი არიან გამოკითხვაზე.

არც ერთ მათგანს დაზიანება არ აღენიშნება.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს