ათეა-ს მხარდაჭერით,  ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალური ფორუმი გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი და ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალურ ფორუმში მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, თამარ ტალიაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრა და საქართველოსა და ლიეტუვის მუნიციპალიტეტებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

ათეა-ს ვიცე–პრეზიდენტმა ლიეტუვის წარმომადგენლებს ევროსაბჭოს კონგრესზე საქართველოს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით კონგრესში გამოცხადებული ნდობისა და განსაკუთრებული თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენმა წარმომადგენლებმა გამოიჩინეს საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ მონიტორინგის დასკვნის შეფასებასა და მიღებაში. აღნიშნული დასკვნა უპრეცედენტოდ დადებითად აფასებს საქართველოში დემოკრატიის პროგრესს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა.

ფორუმის მონაწილეებმა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს, სხვადასხვა მიმართულებით, საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

დავით მელუამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნულ პროცესში ორგანიზაციის ჩრთულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიება „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში“ გაიმართა და ათეა-ს მხარდაჭერით მოეწყო. მას საქართველოსა და ლიეტუვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო