უმრავლესობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უმრავლესობა უკან გაიწვევს. ამის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველ გუნდში უკვე მიღებულია.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, გუნდში მსჯელობის შედეგად, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლება - კანონპროექტი უკან გაიწვიეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა