ევროპარლამენტარი საჯად კარიმი - საქართველოში ასეთ პროგრესს ვერავინ ივარაუდებდა

საქართველოში ასეთ პროგრესს ვერავინ ივარაუდებდა, -ამის შესახებ ევროპარლამენტარი საჯად კარიმი აცხადებს.

მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კომპონენტს მოიცავს, ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა და მას შემდეგ საქართველო ცდილობს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვოს.

„ამის შედეგად, 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლე პერიოდის განმავლობაში უვიზოდ შეუძლიათ ყოფნა.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასახავს. საქართველოს ახლა პირველად ჰყავს არჩეული ქალი ქვეყნის მეთაური.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად ვრჩებით.

მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა ეს პოზიცია, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი შემდგომი აგრესია არ იქნება შეწყნარებული.

ნოემბრის ბოლოს, ევროპარლამენტში დელეგაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ვმასპინძლობდი. სამივე ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები იზიარებდნენ ერთსა და იმავე პლატფორმას, რაც რამოდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი იყო.

ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა, ამ საპარლამენტო განზომილებისა და ჩემი თანათავმჯდომარეების, არმენ აშტოიანის, თამარ ხულორდავასა და ჯავანშირ ფეიზიევის, ასევე ელჩების, მარკარიანის, საბანაძის და ისგანდაროვის გარეშე, რომლებიც ამ პროცესის ძირითადი თანამონაწილეები იყვნენ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა