სალომე ზურაბიშვილი - გუნდს მომდევნო კვირაში დავაკომპლექტებ

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდს მომავალ კვირაში დააკომპლექტებს. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეული დეტალები კიდევ არის დასაზუსტებელი. ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი უცხოელი სტუმარი ჩამოვა ინაუგურაციაზე და განმარტა, რომ სტუმართა სია საგარეო უწყების პროტოკოლს აქვს.

„კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. მე მგონი, ბოლოსკენ გავდივართ. ცხადია, ახლა დეტალებს არ გაგაცნობთ, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ერთდროულად სანახავი და ამის საშუალება ყველას ექნება. რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე. რაც შეეხება გუნდს, იქით კვირას დავაკომპლექტებ. დავიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს.ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლება-მოსილება, რომ ოფიციალურად შევთავაზო ადამიანებს პოსტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გუნდს მომდევნო კვირაში დააკომპლექტებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა