„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” არაყიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კომპანია 14 დეკემბერს, წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით ვაკის რაიონში, არაყიშვილის ქუჩაზე მნიშვნელოვან სამუშაოებს განახორციელებს.

სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მაგისტრალურ ქსელზე ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 14 დეკემბერს 22:00 საათიდან 15 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ი.აბაშიძის ქუჩის და ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, არაყიშვილის, კავსაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო