ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ავსტრიაში ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

„საქართველოს არჩევანია რელიგიათა მშვიდობიანი თანაცხოვრება“ - ასეთი სათაურით ავსტრიის საპარლამენტო დირექციის პრეს-სამსახურმა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ხვდება ავსტრიელ პარლამენტარებს.

„რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი მდგომარეობა გახლდათ დღეს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო საკითხთა წარმომადგენელ ავსტრიელ პარლამენტარებთან.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, 2014 წელს დაარსებული სააგენტოს სახელით ისაუბრა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საქართველოში, სადაც მოსახლეობის 84 პროცენტი მართლმადიდებლურ ეკლესიას განეკუთვნება. საქართველოში, ასევ,ე ცხოვრობენ სომხური ეკლესიისა და, უკვე 2600 წელია, ებრაული თემის წარმომადგენლები.

ვაშაყმაძე, თავის მხრივ, დაინტერესდა რელიგიური გაერთიანებების შესახებ ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით, ამასთნავე, მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში საქართველოში მარეგულირებელი ნორმები შესაქმნელია.

პარლამენტარებთან - ვოლფგანგ გერსტლთან (ავსტრიის სახალხო პარტია), ნორბერტ ზიბერთან (ავსტრიის სახალხო პარტია) და ნიკოლაუს შერაკთან (ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი) შეხვედრის სხვა თემები გახლდათ რელიგიის გაკვეთილების, საკულტო შენობების აგებისა და მოვლა-პატრონობის, აგრეთვე, რელიგიურ გაერთიანებათა დაფინასების საკითხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი