სალომე ზურაბიშვილი - არ მიმაჩნია პოლიტიკურად სწორი, რომ მე დღეს წინა პრეზიდენტი შევაფასო

არ მიმაჩნია პოლიტიკურად სწორი, რომ მე დღეს წინა პრეზიდენტი შევაფასო, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც ის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არასდროს შეუფასებია ამ პოზიციაზე მის შემდეგ მომუშავე პირები, შესაბამისად მარგველაშვილის შეფასებასთან დაკავშირებითაც ასეთი პოზიცია აქვს.

„არ შევაფასებ. საგარეო საქმეთა ყველა მინისტრის მიმართ ჩემი დამოკიდებულება როგორიც იყო, იყო ისეთი, რომ არასდროს შემიფასებია ის მინისტრები, რომლებიც ჩემს მერე იყვნენ პასუხისმგებლები ამ დარგზე. ასევე არ მიმაჩნია პოლიტიკურად სწორი, რომ მე, დღეს შევაფასო წინა პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა