აჭარის უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების  მორიგი აქცია გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების მორიგი აქცია გაიმართა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი აქციები საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია ტარდება და ტრადიციად დამკვიდრდა.

ამჯერად სისხლის ბანკს უმაღლესი საბჭოს 20-მდე წარმომადგენელმა ჩააბარა სისხლი.

“უმაღლესი საბჭოს წევრები და თანამშრომლები ამით საქველმოქმედო აქციას - “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი“, სხვათა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შეუერთდნენ, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

დონაციის მორიგი აქცია საკანონმდებლო ორგანოში შპს “ჰემა - 2012-ის“ წარმომადგენლების დახმარებით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა