მამუკა მდინარაძე - თუ რომელიმე ადამიანი ახალ რეალობას  ფეხს ვერ აუწყობს, მათი შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში

თუ რომელიმე ადამიანი ახალ რეალობას ფეხს ვერ აუწყობს, ბუნებრივია, ასეთი ადამიანების შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ახლა დაგეგმილად, კონკრეტულ პერსონებზე მორგებულად ეს გეგმა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„რაც შეეხება ზოგადად ახალ სისხლს, გადახალისებას, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ძალიან კარგი და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქუთაისში, პარლამენტის შენობაში მიმდინარე უმრავლესობის შეხვედრას, მამუკა მდინარაძის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილება საორგანიზაციო საკითხები, ასევე ძირითადი თემები ეხება იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია იმ რეალობასთან, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ დადგება.

„მოგეხსენებათ, ქვეყანა სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე. საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. გვაქვს ახალი რეგლამენტი, მინისტრების, აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებელო ხელისუფლების ურთიერთობა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ამას სჭირდება ახლებურად დაგეგმვა დ ამასთან დაკავშირებით, ბევრი ნიუანსი იქნება. ამას სჭირდება კარგი შეთანხმება და ინტენსიური შეხვედრები. ჩვენ ამ გეგმებზე ვსაუბრობთ და ახალი რეალობა ვთვლით, პოზიტიური იქნება ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს