რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია შეხვდა ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლად არჩეულ პრეზიდენტს - იუმით ვურალს (Ümit Vural).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების ახლად არჩეული პრეზიდენტისათვის ქართული დელეგაციის ვიზიტი პირველი ოფიციალური შეხვედრა აღმოჩნდა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა მას თანამდებობაზე არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მან მიმოიხილა საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა, ისაუბრა სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დაფინანსებისა და საკულტო-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების შესახებ, ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მუსლიმი თემის შესახებ.

„იუმით ვურალმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს დელეგაციას ვიზიტისათვის, აღნიშნა, რომ ის არის ყოფილი ადვოკატი და სულ ახლახანს აირჩიეს ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით.

ორგანიზაცია რომელსაც ბატონი ვურალი ხელმძღვანელობს წარმოადგენს ყველაზე დიდ ისლამურ ორგანიზაციას ავსტრიაში, იგი აერთიანებს სუნიტურ და შიიტურ ისლამურ მიმდინარეობებს 600.000 მრევლით, მეჩეთებისა და სალოცავი სახლების საერთო რაოდენობა კი 450 -ია ავსტრიაში.

ავსტრიის ისლამური რელიგიის გაერთიანების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისლამური გაერთიანება მხარს უჭრეს ახლადმიღებული კანონის რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც ვენის უნივერსიტეტის ბაზაზე ისლამური თეოლოგიის ფაკულტეტში აღიზარდონ მუსლიმი სასულიერო პირები და შესაბამისად არ იზიარებენ სხვა ქვეყნებში სასულიერო პირთა გადამზადების პრაქტიკას.

შეხვედრის დასასრულს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ მასპინძელს სამახსოვროდ გადასცა ქართული ყურანი. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს