ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება, სადაც პარტნიორებს ხვდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა ბუნდესთაგის სხვადასხვა პარტიის დეპუტატებთან, ფედერალური კანცლერის ბიუროსა და სხვადასხვა ფონდში გამართა შეხვედრები. მან პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაუსვა ამ თანადგომის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრებს ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ თითოეული მათგანზე განხილვის ძირითადი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია-უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევები იყო, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

„ასევე განვიხილეთ, ის სამშვიდობო გეგმები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია. მათ შორის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც წელს პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული და რომლის იმპლემენტაციაც ახლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით კი გერმანიის დახმარება მისი განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გერმანიაში ყველაზე კარგად ესმით თუ რას ნიშნავს მოსახლეობის ხელოვნურად დაშორიშორება. ქალაქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, უზარმაზარი კედელი იყო აშენებული და ის, რაც ამ ქალაქში მოხდა, აუცილებლად მოხდება საქართველოშიც -ასეთი კედლები დაიშლება. იქამდე კი, ვიდრე ეს შედეგი იქნება მიღწეული, ბუნებრივია უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაუჭრელი კონლფიქტის სიმძიმეს ყოველდღიურად განიცდიან. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ჩვენი პარტნიორების აზრით არის მოქმედებების ის კონკრეტული სამშვიდობო რუკა, რომელსაც მზად არიან განხორციელების ფაზაზეც დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი გერმანიის დედაქალაქში გრძელდება. ხვალ ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს გერმანიის საგარეო უწყებაში გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა