ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება რეალურ ბერკეტებს არ მოძებნის, რომ დაპირისპირების პროცესი როგორმე გაანეიტრალოს, შეიძლება უმართავ პროცესებში გადავიდეს

დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პროცესი არჩევნებით არ დასრულებულა - სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ძაბირაძის აზრით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება სწორედ იმ დაძაბულობის გამოძახილი იყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიქმნა.

“საზოგადოების ყველა ფენაში ისეთი დაპირისპირება არ არის, რომ ამან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს, თუმცა პოლიტიკური პროცესი ცუდად მიდის. თუკი ხელისუფლება რეალურ ბერკეტებს არ მოძებნის, რომ ეს პროცესი როგორმე გაანეიტრალოს, შეიძლება უმართავ პროცესებში გადავიდეს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მან ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საერთო ენა გამონახოს იმ 800 ათასს ადამიანთან, ვინც არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, პარლამენტში გუშინ დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს