თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

14 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გაიმართება „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოების ღონისძიება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები, პროფესიული ასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრის მიზანია წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა, რომლებიც თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულების განსაკუთრებულად კარგი მაგალითი არიან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ძირითადი მიგნებები და არსებული პრობლემები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების როლი მონიტორინგის განხორციელებაში; აგრეთვე, „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული სხვა ინტერვენციები;

მონიტორინგი განხორციელდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ.

შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო