ქეთევან ციხელაშვილი - ქართული დელეგაციის მიერ ჟენევის მორიგი რაუნდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც  არის დღის წესრიგში, დასმულიყო

ქართული დელეგაციის მიერ ჟენევის მორიგი რაუნდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც არის დღის წესრიგში, დასმულიყო, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მორიგი რაუნდის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს ყოველთვის აქვს მიდგომა, რომ გამოსავალი იქნას მოძიებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო და განსაკუთრებით ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას იმ ფორმატით და იმ დანიშნულებით, რომლითაც ისინი შეიქმნა და ცხადია, ვერ და არ იქნება განხილული რამენაირად ამ ფორმატის ცვლილება.

ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევის ის მძიმე ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის უკანონო დაკავებების სახით ამ პერიოდში, „ბორდერიზაციის“ გაგრძელების მცდელობა სოფელ ატოცში, ის უმძიმესი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ყველაზე დიდ ტრაგედიებს, რომელიც ჩვენ გვქონდა ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობის სახით. აუცილებელია აღსრულდეს სამართალი და ვერანაირი შეწყალება ვერ ექნება იმ კრიმინალურ მოქმედებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ამ ადამიანების მიმართ.

ცხადია, ჟენევას აქვს თავისი დღის წესრიგი და არის იქ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება ძალის არგამოყენებას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას, ასევე დევნილების დაბრუნებას, რაზეც ძალიან არაკონსტრუქციულ პოზიციას იჩენენ როგორც რუსი, ისე აფხაზი და ოსი მონაწილეები.

რაც არ უნდა მოხდეს, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს, ისინი საერთაშორისო სამართლით და ბუნების კანონით ვერ წაართმევენ იმ ადამიანებს სკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ მუდმივად დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში, ვიდრე ეს უფლება არ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა