გაუფორმდება თუ არა ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება, ეს სავარაუდოდ, დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და იარაღის უკანონო გადაზიდვის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, ეს სავარაუდოდ, დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი, რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც წინა სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, ბაქრაძის ადვოკატმა, ზაზა შანავამ პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართა. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურას პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა