ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავის ქუჩებში საქართველოს დროშები გამოფინეს

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, მათ შორის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი დღეს თელავში მიმდინარე სამზადისს ადგილზე გაეცნობა.

ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტრიბუნის და სცენის მოწყობა თითქმის დასრულებულია.

თელავის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

"ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. ბატონის ციხის ტერიტორიაზე სცენის და ტრიბუნის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ ერთჯერადად, სატესტო რეჟიმში გაისვრიან ქვემეხებს. ამის შესახებ ჩვენ განცხადება გუშინ გავავრცელეთ და მოსახლეობა გავაფრთხილეთ ხმაურის გამო შესაძლო პანიკის თავიდან აცილების მიზნით", - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა