სტრასბურგის საშობაო ბაზრობა, რომელიც ტერაქტის შემდეგ დაიხურა, დღეს გაიხსნება

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა, რომელიც ტერაქტის შემდეგ დაიხურა, დღეს გაიხსნება. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

„საშობაო ბაზრობა გაიხსნება, არ დავნებდებით და ვაჩვენებთ, რომ სტრასბურგი, საფრანგეთი, ვინც თავს გვესხმის იმაზე ძლიერია,“, - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

საშობაო ბაზრობის მუშაობის განახლებას თვითონ კრისტოფ კასტანერი დაესწრება. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი იქნება საშობაო ბაზრობის მუშაობის განრიგი და უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია. ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს, სამართალდამცავებმა მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის შერიფ შეკარტია. ორი დღის წინ, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა