ჯონ ბოლტონი - ვიდრე რუსეთი უკრაინულ გემებს და მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს,     ტრამპისა და  პუტინის შეხვედრა შეუძლებელია

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი უკრაინულ გემებსა და მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვიდრე უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი დაკავებულია, უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რის მიზეზადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადალახვის მუხლით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა