ქედაში, სოფელ აბუქეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, სოფელ აბუქეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია, თუმცა ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.

„ქედაში ამ დროისთვის აღარ თოვს. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 10 სმ-ია. უამინდობას მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. მეწყერი განვითარდა აბუქეთის საავტომობილო გზაზე, ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა მობილიზებულია და მალე დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მხოლოდ სოფელ ნამონასტრევს არ მიეწოდება, სადაც მობილური ჯგუფი უკვე მუშაობს აღდგენით სამუშაოებზე",- აცხადებენ ქედის მერიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს