თემურ აბაზოვი - ცილისწამებაზე საჩივარს შევიტან,  ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით

ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით. საჩივარს შევიტანთ ცილისწამებაზე და აუცილებლად იქნება შედეგი, ვინაიდან ეს იყო დადგმული პროვოკაცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განუცხადა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა.

აბაზოვი მისთვის წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მოწმე იტყუება.

„არაფერს ვეთანხმები. ეს იყო ბინძური პროვოკაცია. მოწმემ დაკითხვის დროსაც ახსენა, რომ ეს ყველაფერი იმის გამო გააკეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასულიყო. მოგეხსენებათ, ჩემს საქმეში ერთადერთი მოწმე არსებობს. საქმეშიც ასე ჩანს და მისი დაკითხვის დროსაც გამოვლინდა ძალიან ბევრი ტყუილი. აქედან გამომდინარე, საჩივარს შევიტანთ ცილისწამებაზე და აუცილებლად იქნება შედეგი, ვინაიდან ეს იყო დადგმული პროვოკაცია. ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა ჩემი ოჯახის მისამართით. მე ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან და ცოლ-შვილთან ერთად. წარმოიდგინეთ, ჩემი მეუღლე, სამი არასრუწლოვანი შვილი უყურებდა იმას თუ როგორ აყენებდნენ მათ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას. შესაბამისად, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. მთელი ოჯახი და მთელი სანათესაო ძალიან ცუდად იყო“, - აცხადებს აბაზოვი.

მისივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვლოდა, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„სიმართლე გითხრათ, პირველივე პროცესიდან ვიყავი ამის მოლოდინში, ვინაიდან პროკურატურას სერიოზული სამხილი არ ჰქონდა. გირაოს ყოველი შეთავაზებისას მოლოდინში ვიყავი, რომ გირაოს შემიფარდებდნენ. გუშინ გათავისუფლებას ყველაზე მეტად ველოდი, რადგან მთავარი მოწმები დაკითხულები იყვნენ, შესაბამისად, ნივთმტკიცებულებების განადგურების, მოწმეზე ზემოქმედების მოხდენა გამორიცხული იყო. შესაბამისად, არანაირი აზრი არ ჰქონდა და არც იქნებოდა სწორი, რომ პატიმრობაში დავრჩენილიყავი“, - დასძენს აბაზოვი.

მოითხოვს თუ არა ის მორალური ზიანის ანაზღაურებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატებთან კონსულტაციას გაივლის.

„დეტალებს ადვოკატებთან გავივლი და სამართლებრივად როგორც სწორი და გამართლებული იქნება, ისე მოვიქცევი“, - აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.

პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი  - „ოცნების“ „დაისი“ ახლოვდება, ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას  და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო