მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება  ბალკანეთის ქვეყნების შესაძლებლობებს გააძლიერებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ბალკანეთის ქვეყნების შესაძლებლობებს რეგიონში რუსეთს გაუწიონ წინააღმდეგობა.

ამის შესახებ მაიკ პომპეომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან იორგოს კატრუნგალოსთან შეხვედრისას განაცხადა.

„ივნისში საბერძნეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს და საბერძნეთს დაეხმარება გახდეს „ბალკანეთის კარიბჭე“. ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს თქვენს მეზობელს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანდეს, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა და ასევე გააძლიერებს ბალკანეთს რუსეთის მავნებელ გავლენასთან დაპირისპირებაში“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის კასპიის რეგიონიდან გაზის მიწოდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით დაეხმარება ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბულგარეთი, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მაკედონიის სახელი შეიცვლება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“. აღნიშნული მაკედონიას საშუალებას მისცემს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა