„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით,  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების  მეოთხე ღონისძიება გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ თანაორგანიზებით, 17 დეკემბერს, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიაზე 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ბანკი ორი წლის განმავლობაში პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია და თანაორგანიზატორია. პარტნიორობის ფარგლებში „საქართველოს ბანკი“ ორი წელია აჯილდოვებს საუკეთესო ქალ მეწარმეს ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, წელს კი საქართველოს ბანკმა დააწესა სპეციალური ნომინაცია „#მევქმნი – ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესს ტურიზმის ინდუსტრიაში“ და ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისათვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

ცნობისთვის, ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო!

დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო