დავით მათიკაშვილი- „ნაცმოძრაობას“ და მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული და ახლა ჩატარებული არჩევნები, ისინი როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან

ნიკა მელიას 2018 წელს ჩატარებული არჩევნები მათი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ეშლება, როდესაც გაყალბება ხდებოდა, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით. დავით მათიკაშვილის თქმით, როგორ ჩაიარა არჩევნებმა ამაზე საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ, ხელისუფლება კი ცდილობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ არჩევნებში. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას რა იყო გაყალბება და როგორ იყო. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შესაბამისი შეფასებები, ვიცით დარღვევები, რომლებიც არსებობს და ეს არსებობდა 90–იანი წლებიდან ყველა არჩევნებთან მიმართებაში. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვართ ღია და გახსნილი იმისთვის, რომ თუკი რაიმე დარღვევა არსებობდა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები, აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებებს და ხარისხს შორის. ნიკა მელიასგან როგორ შეიძლება რამე დაიჯეროს საზოგადოებამ, მგონია, რომ ტყუილის და დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს ამ ძალისგან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო