ლაშა ჟვანია - ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადასტურებს

ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადასტურებს. ჩვენც ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟვანიას კითხვით მიმართეს, თუ არის უკვე ცნობილი, რომელი ქვეყნის დელეგაციები ჩამოვლენ ინაუგურაციაზე დასასწრებად.

"ის რაც ვიცით, სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის, ბალტიის ქვეყნების სეიმების, პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოდიან. ისრაელიდან იქნება წარმომადგენლობითი დელეგაცია, როგორც ისრაელის პარლამენტის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ისრაელში პრემიერ-მინისტრს აქვს შეთავსებული საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი. ასევე, იქნებიან საუდის არაბეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც. ისევე, როგორც, იქნება აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ინაუგურაციის დეტალებზე კომისიის ხელმძღვანელი ისაუბრებს. მან დაადასტურა, რომ ხვალ ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს