ნუკრი ქანთარია - ნიკა მელია ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა

უნდათ, ხალხს საკენკი გადაუგდონ, თითქოს, რაღაცას აპროტესტებენ, ჩხუბის მერე ბაქი-ბუქობენ, - ამგვარად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ნიკა მელიას განცხადებას.

ნუკრი ქანთარია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, თუ რეალურად აქვთ ვიდეოები გაასაჯაროვონ.

„არ ვამბობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა. ხარვეზები იყო, მაგრამ ეს იმ სახის ხარვეზები იყო, რასაც გავლენა არ ჰქონია, დარღვევების პროცენტი მაღალი არ ყოფილა. რომ თქვათ, ხელისუფლებამ გაყალბება მოითხოვა, ვერ გააყალბებდა, რადგან სხვაობის პროცენტი მაღალია, მაშინ, ბიულეტენი „ვედროებით“ უნდა ჩაეყარათ და ხალხი უბანზე არ უნდა შეეშვათ. ნიკა მელია წარმოუდგენელ რამეს ამბობს და თუ რამე დოკუმენტები და ვიდეო აქვს, გაასაჯაროვოს, მაგრამ ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა. თურმე, 90-იან წლებში ქვემეხებით დავდიოდი... იციან, რომ შედეგზე ვერ გავლენ. მათი მეორე განაყოფი გაცილებით რეალურად აღიქვამს მოვლენებს. ესენიც აღიქვამენ, მაგრამ უნდათ, ხალხს საკენკი გადაუგდონ, თითქოს, რაღაცას აპროტესტებენ. ჩხუბის მერე ბაქი-ბუქობენ“, –განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს